,,ქვის წისქვილმა’’ თავისი საქმიანობა 2019 წლის შემოდგომაზე დაიწყო. ეს იყო ქვის წისქვილზე ქართული,× ორგანული სიმინდის ფქვილის წარმოება. თავიდან კომპანია ფქვავდა სიმინდს და მის ფქვილს აწარმოებდა. თუმცა, მზარდი მოთხოვნით, ბიზნესმა დაიწყო თავისი შეთავაზებების გაფართოება და დაუმატა ქვის წისქვილზე დაფქული ცეხვილი ფქვილი, ხორბლის მარცვალი, დაფქული ხორბალი, წიწიბურის ფქვილი, ჭვავის ფქვილი და სხვა ბურღული. კომპანია დიდ ყურადღებას აქცევს მარცვლეულის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას პროდუქციისა და მომწოდებლების საფუძვლიანი შემოწმებით. ბიზნესის აყვავებასთან ერთად, საბოლოოდ, კომპანიამ გადაწყვიტა თავისი ბიზნესის შემდგომი დივერსიფიკაცია და გახსნა ,,ქვის წისქვილის“ საცხობი გორში, რომელიც დღეს დიდი წარმატებით სარგებლობს. ბიზნესი ოჯახურია, რომლის ყველა წევრი ჩართულია საცხობის ყოველდღიურ სამუშაო პროცესში; ასევე, მნიშვნელოვანია ამერიკელი ოჯახის წევრის, დანა რაუპის ჩართულობა, რომელიც კომპანიას უზრუნველყოფს მენეჯმენტისა და მარკეტინგული რჩევებით. დღესდღეობით ,,ქვის წისქვილი“ აწარმოებს რამდენიმე სახის პურს ნატურალური ე.წ. ხაშის საფუარით; პური ნაწილდება და იყიდება გორში სამ ლოკაციაზე. ნატურალური პურის დამზადება ყოველგვარი დანამატების გარეშე კომპანიის მთავარი მიზანია. მომხმარებლები ყოველთვის აღნიშნავენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ისინი ჭამენ ნატურალურ პურს ხელოვნური ქიმიური ჩანართების, ქიმიური გამათეთრებლების, ვიტამინების და ა.შ. დანამატების გარეშე.
მისია ხედვა და დაპირება
კომპანიის ხედვა და დაპირებაა მომხმარებელს შესთავაზოს ჯანსაღი, ბუნებრივ ე.წ. ხაშის საფუარზე დამზადებული ახალი, არომატული, მრავალი სახეობის პური. ასევე, ჩვენი მიზანია, მომხმარებლის ცობიერების შეცვლა ჯანსაღი პროდუქტით, რათა ის გახდეს ჯანსაღი პურის მოხმარებელი. კომპანია ორიენტირებულია მომხმარებელთა ჯანმრთელობაზე.
,,ქვის წისქვილი“-ს მთავარი მიზანია ჩვენი მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის და ჯანსაღი პროდუქტის წარმოება. ჩვენი სლოგანიც სწორედ ამის დასტურია - ,,თქვენი ოჯახის პური“